თითოეული კურსი გრძელდება 1 წელი
ჩვენ შევიმუშავეთ ეტაპობრივი და მოქნილი სასწავლო სისტემა, რომლის შესწავლის შემდეგ თქვენი შვილი შეძლებს გახდეს კვალიფიციური სპეციალისტი
შესავალი კურსი 8-10 წლის ბავშვებისთვის
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნობიან პროგრამირების სამყაროს Scratch პროგრამირების ვუზუალური ინტერფეისის გამოყენებით. ისწავლიან, რა არის ციფრული, ანალოგური სიგნალები და სენსორები, Arduino Uno დაფა. შეიტყობენ, როგორ ხდება ცვლადების შეყვანა-გამოყვანა, მონაცემების გადაცემა, რა არის პროტოკოლი, შეიმუშავებენ აპლიკაციას Android OS-ისთვის
შესავალი კურსი 10-12 წლის ბავშვებისთვის
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნობიან პროგრამირების სამყაროს და დაწერენ კოდებს Ardublock-ის გამოყენებით. ისწავლიან, რა არის ციფრული, ანალოგური სიგნალები და სენსორები, Arduino Uno დაფა. დაიწყებენ C++ ენის შესწავლას: სინტაქსისი და ძირითდი კონსტრუქციები. ისწავლიან, როგორ ხდება მონაცემათა უსადენო გადაცემა. შეიმუშავებენ აპლიკაციებს ოპერაციული სისტემა Android-ისთვის.
C++ -ზე პროგრამირების დაწყება
მთელი წლის განმავლობაში მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას Arduino Uno დაფის თავისებურებასთან დაკავშირებით, უფრო რთული სენსორებისა და მოდულების გამოყენების საშუალებით. განახორციელებენ ნახტომს ბლოკის პროგრამირებიდან (ArduBlock) სიმბოლურ პროგრამირებამდე (C++)
იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც დაამთავრეს Arduino Kids კურსი
Middle-Embedded-ში მოსწავლეები დააპროექტებენ და შეიმუშავებენ:
Arduino KidsPro ან Arduino Junior კურსდამთავრებულებისთვის
1) რობოტიზებულ მართვად პლატფორმას Arduino Nano-ს საფუძველზე
2) მსოფლიოში ცნობილი GameBoy სათამაშო პლატფორმის ანალოგს
რთული მოდულები და ნივთების ინტერნეტი
მოსწავლეები შექმნიან სერვერს ჭკვიანი სახლისთვის. ფიზიკის, ელექტროსტატიკისა და ელექტროდინამიკის კანონების ღრმა პრაქტიკული შესწავლა
Middle Embedded კურსდამთავრებულებისთვის
გადავდივართ იმ დონეზე, როდესაც ბავშვი შეძლებს დამოუკიდებლად შექმნას ჭკვიანი მოწყობილობები სახლისთვის, მართოს ისინი ვებ სერვერის საშუალებით და ასევე დაწეროს კოდი რობოტების ავტონომიური მუშაობისთვის
საკუთარი პროექტები "A-დან Z-მდე"
კურსი ორიენტირებულია მზა მოწყობილობებისთვის ბეჭდური მიკროსქემის დაფების შემუშავებასა და შექმნაზე
Pro Embedded კურსდამთავრებულებისთვის
კურსის განმავლობაში მოსწავლეები ჩაიძირებიან ანალოგური და ციფრული სქემების შესწავლაში, შეისწავლიან როგორ არის განლაგებული ძირითადი კომპონენტები და შეძლებენ დამოუკიდებლად წაიკითხონ პრინციპული ელექტროსქემები. ყველაფერს, რაც საჭიროა საკუთარი მოწყობილობების შესაქმნელად
Computer Vision და Machine Learning
ჩვენ შევისწავლით პროგრამირების პოპულარულ ენას Python და OpenCV (Open Computer Vision) ბიბლიოთეკას სურათებთან მუშაობისთვის. მოსწავლეები შეიმუშავებენ საკუთარ რობოტიზებულ პროექტს სმარტ კამერით, რომლის დანიშნულება იქნება რომლის დანიშნულება იქნება ობიექტის თვალყურის დევნა და მონიშნული ხაზის გასწვრივ ორიენტირება და გადაადგილება
მიმართულების დასკვნითი კურსი